top of page
ლოგო, კავკასია, მთები, მომავლის ხედვა, პერსპექტივა

კავკასიის სტრატეგიისა და ფორსაითის ინსტიტუტი

კავკასიის სტრატეგიისა და ფორსაითის ინსტიტუტი, CSFI (Caucasus Strategy & Foresight Institute), არის პირველი პლატფორმა (ჰაბი) საქართველოში, რომელიც ავითარებს სტრატეგია და ფორსაითის მიმართულებას და ეხმარება ლიდერებსა და ორგანიზაციებს სცენარების დაგეგმვის მეთოდების გამოყენებით, განჭვრიტონ მომავალი ცვლილებები, შეიმუშაონ სცენარები და მიიღონ სტრატეგიული გადაწყვეტილებები. ჩვენ გთავაზობთ სტრატეგიისა და ფორსაითის კონსულტაციასა და ტრენინგების მომსახურებას.

Services

სერვისები

ცნობისმოყვარეობა. სტრატეგია. ფორსაითი. შედეგი.

ტრენინგები

ფორსაითისა და სტრატეგიის პრაქტიკული ტრენინგები, რომლებიც გეხმარებათ დაინახოთ და შექმნათ მომავალი

კონსულტაცია

პარტნიორობა ორგანიზაციებთან, რათა შევიმუშაოთ მომავლის ხედვაზე დაფუძნებული, მოქნილი და მდგრადი სტრატეგიები

პროექტები

საჯარო და კერძო სექტორის ინოვაციური პროექტები, რომლებიც მომავლის სცენარებზეა აგებული

About

ჩვენს შესახებ

კავკასიის სტრატეგიისა და ფორსაითის ინსტიტუტი (CSFI) შეიქმნა იმისთვის, რომ საქართველოში და კავკასიის რეგიონში გააძლიეროს გრძელვადიანი აზროვნება, სტრატეგიული ხედვა და მომავლისთვის მზადყოფნა.

ჩვენ ვმუშაობთ იმ რეალობაში, სადაც ცვლილებები სწრაფია, გაურკვევლობა მაღალი, ხოლო ტრადიციული დაგეგმვა არასაკმარისი. სწორედ ამიტომ, CSFI აერთიანებს სტრატეგიასა და ფორსაითს, მომავალზე დაფუძნებულ სისტემურ აზროვნებას, რათა დაეხმაროს ლიდერებსა თუ ორგანიზაციებს მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილებები.

ინსტიტუტის საქმიანობა მოიცავს ფორსაითის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისი განათლების უზრუნველყოფას, სტრატეგიულ კონსულტაციას, კვლევით და გამოყენებით პროექტებს, რომლებიც ეფუძნება ტენდენციების ანალიზს, სცენარების შექმნას და ალტერნატიული მომავლების გააზრებას.

CSFI-ის მისიაა საქართველოში დაამკვიდროს მომავლის აზროვნების კულტურა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ჩვენ არ ვცდილობთ მომავლის წინასწარმეტყველებას.
ჩვენ გეხმარებით მის გააზრება, დაგეგმვასა და შექმნაში.

Testimonials

რას ამბობენ ფორსაითზე მსოფლიოში

„მომავლის წინასწარმეტყველების საუკეთესო გზა მისი შექმნაა.“

პიტერ დრუკერი

მეცნიერი, ეკონომისტი

Contact

კონტაქტი

ვიპარტნიოროთ

მისამართი: ნიკოლოზ ჩხეიძის 13, თბილისი

ელფოსტა: info@csfi.ge

ტელეფონი: +995 599 626208

  • LinkedIn
  • Facebook
  • Twitter
ლოგო, უსასრულობა, სცენარები, ფორსაითი, პერიფერული ხედვა

© 2026 - CSFI ყველა უფლება დაცულია

bottom of page